მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს Covid-19-ის ტესტის პასუხის შემოწმება ელექტრონულად შეეძლებათ - მთავრობა ვებგვერდზე მუშაობს

5fad12fc36213
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 14:24
28863
საქართველოს მთავრობა კოვიდ-ტესტის პასუხების შესამოწმებლად მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდის ამოქმედებაზე მუშაობს.

სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გუშინ საღამოს გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა.

Pasuxebi.moh.gov.ge - ეს იქნება ვებგვერდის მისამართი, სადაც მოქალაქეებს კოვიდზე ტესტირების პასუხების შემოწმება პირადი ნომრებისა და ტელეფონის ნომრის მითითებით შეეძლებათ, რომელიც ნიმუშის აღებისას სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს მიაწოდეს.

BM.GE-ი ჯანდაცვის უწყებას აღნიშნულ საკითხზე დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია და ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავი იკავებენ.