მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს კომუნალურების სუბსიდიაზე უარის თქმა ელექტრონულად შეუძლიათ – ვადა იწურება

5ff9d51b062bb
BM.GE
09.01.21 20:07
1377
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19  – ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, დეკემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 იანვარი.

www.gnerc.org/ge/covid-19  პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ”,– ნათქვამია განცხადებაში.