საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებსს, რომ მათ დანაზოგებს საფრთხე არ ემუქრება. „მაღალი ინფლაციის დროს რეალური ამონაგების შემცირება დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა და არ იწვევს მოქალაქეთა შენატანების შემცირებას“, - წერია განცხადებაში, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. კერძოდ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპენსიო სააგენტოს და რაც მთავარია საპენსიო დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ და საპენსიო სააგენტო სტაბილარად, ჩვეულ რეჟიმში, აგრძელებს სამუშაო პროცესს.
საპენსიო სააგენტო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დაცვით ყოველთვის პროაქტიულად აწვდის საზოგადოებას ნებისმიერ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში, სააგენტოსა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შორის ინტერვიუს დროს საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს გამოწვევას დანაზოგებისთვის, რასაც შედეგად ბუნებრივია მოსდევს რეალური ამონაგების (ნომინალურ ამონაგებს - ინფლაცია) შემცირება.
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ინფლაციის დროს რეალური ამონაგების შემცირება დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა და არ იწვევს მოქალაქეთა შენატანების შემცირებას. მას გავლენა აქვს მხოლოდ დარიცხულ რეალურ სარგებელზე.
სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ დადებითი რეალური სარგებლის და მინიმუმ ინფლაციის მაჩვენებელზე მეტი ამონაგების გენერირება. აღნიშნულის მისაღწევად, სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მხრიდან ხდება პორტფელის სავალუტო დივერსიფიკაცია, გლობალური აქციების შესყიდვა, რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთისა და ბაზარზე არსებულ მაღალ, გრძელვადიან ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთების მქონე ინსტრუმენტებში ინვესტირება. აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობა აგრძელებს ზრდას იმ დროს, როდესაც გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
შესაბამისად, გვინდა მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან. სააგენტო კვლავაც მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს საქმიანობისა და შედეგების შესახებ“, - წერია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი