მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება

60caf6e4a3208
BM.GE
17.06.21 11:15
659
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება სწრაფად და ხარისხიანად ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. რიგის კონტროლის სწრაფი მომსახურებით მათ შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა რეფერალური, სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები ,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისათვის - მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი და რუკა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით, გადამზადდნენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებსაც მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდათ.

იზრდება სამუშაო საათებიც. კვირის დღეებში ცენტრი მოქალაქეებს 09:00- დან 20:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 - დან 14:00 საათამდე მოემსახურება.