მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“ - პრეზიდენტი

62b4bb1a3d788
თამთა ჯიჯავაძე
23.06.22 23:11
915
„ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს - პერსპექტივა.

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“, - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ის ასევე სტატუსის მიღებას ულოცავს უკრაინას და მოლდოვას.

„კანდიდატის სტატუსის მიღება ისტორიული ნაბიჯია, რაც აჩვენებს ევროკავშირის და მისი ყველა წევრი ქვეყნის ერთიანობას და სურვილს. ჩვენ, სამი ასოცირებული წევრი ერთად ვადგავართ ჩვენს ევროპულ გზაზე“, - წერს ზურაბიშვილი.