21.ოქტომბერი .2021 22:37

Morgan Stanley: ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი იქნება

Morgan Stanley: ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი იქნება
views 12760
უკან

მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსის, ადამ ჯონასის აზრით, SpaceX-ის დამსახურებით, ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდება, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. „[ეს კერძო კოსმოსური კომპანია], საკუთარი რაკეტებით, რაკეტამატარებლებითა და დამატებითი ინფრასტრუქტურით, დროსა და სივრცეში შესაძლებელს – ეჭვქვეშ აყენებს“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი ადამ ჯონასი წერილში, სახელწოდებით „SpaceX-ი სიჩქარის მიღმა… ვინ დაეწევა?“

ადამ ჯონასის აზრით, SpaceX-ი რამდენიმე კომპანიისაგან შემდგარი კონგლომერატია, რომელიც ერთდროულად გვხვდება როგორც კოსმოსური ინფრასტრუქტურისა და დედამიწაზე დაკვირვების, ასევე ღრმა კოსმოსური კვლევებისა და სატელიტური ინტერნეტის ინდუსტრიებში. ცნობისთვის, ადამ ჯონასის დათვლებით, მზარდი საბაზრო ფასების პირობებში, SpaceX-ის ღირებულება $200 მილიარდს შეადგენს – ამ შეფასებას, უმეტესწილად, Starlink-ის არსებობა განაპირობებს.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, SpaceX-ის აქციები ილონ მასკის ქონების 17%-ზე ნაკლებს შეადგენს. ცნობისთვის, უკვე დიდი ხანია, რაც ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ატარებს – Forbes-ის მილიარდერთა სიის მიხედვით, მისი ქონება $219.6 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, ილონ მასკის ტრილიონერობაზე ადრეც იწერებოდა, თუმცა მაშინ მისი ქონების ამგვარ ზრდას Tesla-ს აქციათა ფასების ზრდას უკავშირებდნენ და არა – SpaceX-ს.

Forbes.ge