მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Morgan Stanley რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადებას 15 აპრილისთვის ვარაუდობს

6226fce9cae01
გიორგი თოლორდავა
08.03.22 11:09
2238
უკრაინასთან ომის პარალელურად, რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური მოლოდინები მკვეთრად უარესდება. აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთმა, შესაძლოა, 15 აპრილისთვის დეფოლტი გამოაცხადოს ანუ ვეღარ შეძლოს ვალდებულებების მომსახურება.

„ჩვენი შეფასებით, დეფოლტის გამოცხადება ყველაზე მოსალოდნელი სცენარია. ამ შემთხვევაში, ეს არ იქნება ჩვეულებრივი დეფოლტი, სავარაუდოდ, ჩვენ ვენესუელის მსგავს დეფოლტს ვიხილავთ", - თქვა Morgan Stanley-ს სუვერენული საკრედიტო სტრატეგიის გლობალურმა ხელმძღვანელმა საიმონ უეივერმა.

აღსანიშნავია, რომ Morgan Stanley-ს ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების - Fitch-ის, Moody’s-სა და S&P Global-ის შეფასებები. მათი განმარტებით, დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, რუსეთი უკვე დეფოლტის რისკის ზონაშია.