პარლამენტში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსმა ლევან რაზმაძემ განაცხადა, რომ ერთ პირზე მორგებული სახელმწიფო ტენდერების რაოდენობა შემცირებულია. მისი განმარტებით, ამ მხრივ სააგენტო წლების განმავლობაში პრევენციულ ნაბიჯებს დგამდა, რომლებმაც ხელშესახები შედეგები გამოიღო.
შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი გამოცხადებული ტენდერების სპეციფიკაციას ამოწმებენ და აკვირდებიან კონკრეტული ტენდერის პირობები იძლევა თუ არა კონკურენტულ პირობებში ჩატარების შესაძლებლობას. თუმცა, მეორეს მხრივ სააგენტოს უფროსის განცხადება მიანიშნებს იმას, რომ უწყებები ამა თუ იმ სახით მორგებულ ტენდერებს კვლავ აცხადებენ.
“ჩვენ ყოველთვის ვებრძოდით პირობების მორგებას და მინდა გითრათ, რომ აღარ ხდება. ასეთი მორგება შემცირდა, ჩვენ ნელ-ნელა განვავითარეთ სისტემა და პრევენციულ ღონისძიებებსაც ვიღებთ. თუ აქამდე გამოცხადებულ ტენდერებს ვამოწმებდით, ახლა კვალ და კვალ მივყვებით, რომ გამოცხადდება დოკუმენტაციასაც ვამოწმებთ უკვე რამდენად სწორად გამოცხადდა. ხომ არ არის სპეციფიკაცია მორგებული, ამის გადამოწმება მარტივია, რადგან რომ მოძებნი ინტერნეტში არის სპეციფიკაცია და თუ რამე ზედმეტია, ის გამოჩნდება. მაგალითად თუ მორგებულია, სპეციფიკაციის ძებნისას თუ ამოაგდო 3 პროდუქტი, მაშინ ყველასთვის გამჭვირვალეა, და შეიძლება 3; 10 ან 20 მომწოდებელიც იყოს. თუ ამოაგდო მინიმუმ 3 პროდუქტი, ეს ტენდერი ითვლება, რომ ნორმალურია და ნორმალური მიმართულებით მიმდინარეობს,”- განაცხადა შესყიდვების სააგენტოს უფროსმა ლევან რაზმაძემ.
ცნობისთვის: ტენდერების მორგების პრაქტიკის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არაერთი რეკომენდაცია აქვს გაცემული, რომელსაც სამინისტროებსა თუ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ტენდერის ერთ მომწოდებელზე მორგების არაერთი სავარაუდო ფაქტი აქვს გამოვლენილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი