მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგებით დასრულებული 3 ათასამდე საქმე 3 თვეში - სტატისტიკა

5e96ee80c8879
BM.GE
15.04.20 15:20
844
აღსრულების ეროვნული ბიურო 2020 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2 654 ერთეული შემთხვევა შეადგინა.

"საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 114 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 185 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1 819 მოქალაქეს;

2020 წლის მარტის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 674 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3 779 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს", - აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.