24.იანვარი .2020 23:50

კონგრესმენი ბრაიან ბაბინი გახარიას დემოკრატიის უკუსვლისა და ბიზნესგარემოს გაუარესებისთვის აკრიტიკებს

views 802
უკან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი საქართველოს მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას წერილს უგზავნის. აღნიშნული დოკუმენტი 2020 წლის 23 იანვრით თარიღდება და მისი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსაც გაეგზავნა. 

წერილით კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ბიზნესგარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით. ბრაიან ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ბაბინი აღნიშნავს, რომ ის უერთდება, როგორც კონგრესმენების მიერ რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს, ასევე მარკვეინ მალინის მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს, რომლითაც კონგრესმენი საქართველოს მთავრობას ამერიკული ენერგოკომპანია "ფრონტერას" მიმართ სამართლიანი თამაშის წესების გამოყენებაზე არის საუბარი. 

"ვუერთდები ჩემს კოლეგებს კონგრესიდან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მეგობრობის კომიტეტს, თანათავმჯდომარეებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის იმ წერილის შინაარსში, რომლებიც მათ 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგიგზავნეს და რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება შეპირებული დემოკრატიული რეფორმების შეჩერების, ასევე მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ ძალადობის გამოყენების შესახებ. 

ამასთანავე, ვუერთდები ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მარკვეინ მალინს და მის წერილს, რომელიც თქვენ 2020 წლის 13 იანვრის გადმოგცათ.

როგორც იცით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, 1991 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს. გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელსაც ახლა სენატი განიხილავს. ყველაზე თვალსაჩინო პრინციპი, რომელიც მასში განსაკუთრებით ხაზგასმულია, შემდეგია:

"აშშ-ის პოლიტიკაა:

მხარი დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაწეულ ძალისხმევას".

სწორედ ამ ჩანაწერის სულისკვეთების გამო გწერთ, რადგანაც საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და საბაზრო თავისუფლებების მიმართულებით ნეგატიური ტენდენციების ზრდა. სწორედ ეს გახდა კონგრესის წევრების შეშფოთების საფუძველი.

ამისი პირდაპირი შედეგია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი  არის შემცირებული, რადგანაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები შევიწროების და კონფისკაციის ობიექტები ხდებიან, უწყდებათ კონტრაქტები. ამის გამორჩეული მაგალითია ამერიკული ენერგოკომპანია "ფრონტერა". ამასთანავე, საგანგაშოა ფაქტი, რომ სოციალური მედიის ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა ახლახანს განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს და დახურეს ანგარიშებისა და გვერდების ფართო ქსელი, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" იყო დაკავშირებული და რომელიც ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ავრცელებდა ინფორმაციას, ამასთანავე, ხელს უწყობდა ქვეყანაში ანტი-დასავლური და განსაკუთრებით ანტი-ამერიკული სენტიმენტების გაღვივებას. 

ბრაიან ბაბინის წერილი:






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა