04.ივლისი .2020 17:55

მოსალოდნელია რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის ვარდნა – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი

views 491
უკან

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი "საქართველოს რკინიგზის" სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით წერს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის B+დან B მდე დაქვეითებაა მოსალოდნელია.

"საქართველოს რკინიგზის" სასესხო ვალდებულება შეადგენს 500 მლნ აშშ დოლარს, 7.75 % დაფარვის ვადა 2022 წწ;

2013 - 2019 წწ ლარისა და დოლარის თანაფარდობის გამო, 'საქართველოს რკინიგზის" მიერ სესხის მომსახურების თანხები მერმანენტულად იზრდება და 2019 წელს - მაქსიმუმს -110 მლნ ლარს მიაღწია.

თუ გადასახდელი პროცენტის თანხას 110 მლნ ლარს, გავყოფთ კომპანიის მიერ გამომუშავებულ საოპერაციო შემოსავლებზე, გამოვა, რომ რკინიგზის შემოსავლის 51%, ანუ თითქმის ნახევარი სესხის მომსახურებაზე უნდა წავიდეს, რაც ფაქტიურად, არარეალურს ხდის კომპანიის ფუნქიონირებას, მომგებიან რეჟიმში, მომდევნო წლებში.

ამიტომ სახელმწიფოს უპირველესი ამოცაანა სასესხო ვალდებულებისაგან და ძირი თანხიდან გათავისუფლებაა, რადგანაც ასეთ ვითარებაში, რკინიგზა მუდმივად წამგებიან ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ბუნებრივია ისმის კითხვა, თუ საქართველოს რკინიგზას, არ შეეძლო აღებული სესხის მომსახურება, რით იყო განპირობებული 500 მლნ დოლარის სასესხო ვალდებულების აღება? პასუხი მარტივია - 2011 წელს აღებული სესხი განკუთვნილი ოყო რკინიგზის ეფექტიანობის გასაზრდელად და საშუალოვადიან პერსპექტივაში (10 წელი) მნიშვნელოვან ეფექტს იძლეოდა, რაც 10 წლის თავზე დასაფარი სასესხო ვალდებულების გასტუმრების საშუალებას იძლეოდა, 2012 წელს მხოლოდ 9%–ს შეადგენდა სესხის მომსახურების პროცენტი. 

იმ ვითარებაში სესხის აღება განპირობებული იყო, როგორც შემოვლითი რკინიგზის, (12 მლნ ტონა მხოლოდ ნავთობი გადაიზიდებოდა ქალაქის გავლით) ასევე მოდერნიზაციის (უღელტეხილი) პროექტისათვის (ეს პროექტი დღესაც მიმდინარეობს) - ბუნებრივია, რკინიგზის ორივე პროექტში, ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პერსექტივები იყო გათვალისწინებული. ანაკლიის პროექტის შეჩერების ვითარებაში, რასაც დაერთო ტვირთნაკადების კლება (60% შემცირებული ტრანზიტი), პერსპეტივაში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტიდან ფინანსური უკუგება, ბუნებრივია დაბალი იქნება.

ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია, რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის B+ დან B მდე დაქვეითებაც, რაც ბუნებრივაია ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი და სტრატეგიული კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობის სრულად დაკარგვის ტოლფასია.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი - სასესხო ვალდებულების 2027 წლამდე გადავადება იმ პერსპექტივით, რომ საქართველოს რკინიგზა, შიდა ხარჯების ოპტიმიზაციით და სტრუქტურული ცვლილებებით, ეტაპობრივად გაზრდის საოპერაციო შემოსავლებს", – მიიჩნევენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა