მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში მოთხოვნადი იქნება მცირებიუჯეტიანი აგარაკები - AREA.GE–ის დირექტორი

5eda7885209f8
ნუცა ბაზლიძე
05.06.20 23:00
3861
AREA.GE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა გაგუამ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში, უძრავი ქონების თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და მოთხოვნადი წარმომადგენლები და ლოკაციები გამოყო.

როგორც ანა გაგუა განმარტავს, ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ყველაზე მზარდ ტრენდს პატარა ბინები და გარეუბნის ტერიტორია ინარჩუნებს.

ამასთან, მისივე განმარტებით, მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში, მოთხოვნადი იქნება მცირებიუჯეტიანი აგარაკები, აგარაკები ქალაქგარეთ და თბილისთან ახლოს. ასევე, ტენდენციურობის თვალსაზრისით, ის შეეხო მცირე ზომის მიწის ნაკვეთების საკითხსაც და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორზე, რომ ისინი საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა თავიანთი გემოვნებით ააშენონ სასურველი უძრავი ქონება.

მისივე განმარტებით, მათი დაკვირვებით, აქტიურობას არ კარგავს საბურთალოს ტერიტორია, დიდი დიღომი, გლდანი და ისანი.

ამასთან, გადაცემაში საუბრისას, ანა გაგუამ ბაზარზე კორონავირუსის გავლენის თავისებურებებიც განიხილა.

„2020 წლის დასაწყისში ტრანზაქციები საკმაოდ მომატებული იყო, ხოლო მარტის თვის მეორე ნახევრიდან, ისინი შემცირდა. ჩვენი აზრით, როგორც კი სამთავრობო შეზღუდვები მოიხსნება, უკვე განახლდება უძრავი ქონების ტრანზაქციები და ისევ გააქტიურდება ბაზარი“, - აღნიშნავს ის.

საკითხზე მსჯელობისას, მან სფეროსთან მიმართებაში, ბანკების პირობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„უძრავ ქონებაში ტრანზაქციებს თუ გადავხედავთ, 40% ძირითადად არის იპოთეკით დაფინანსებული, შესაბამისად, ბანკის აქტივობა ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ტრანზაქციები გაიზარდოს“, - აღნიშნავს ანა გაგუა და განმარტავს, რომ AREA.GE-ზე შესაძლებელია სესხის მოთხოვნის განაცხადის ონლაინ შევსება და გაგზავნა.