სამედიცინო ჰოსპიტალურ ხარჯში დიდ დანაზოგს არ უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა გადაცემა Forbes Health-ში თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი რეფორმა შესაძლოა სამედიცინო მომსახურების ხარჯის მხოლოდ 3%-ს შეეხოს.
„ზოგადად, ჰოსპიტალურ მომსახურებაში მედიკამენტების და სახარჯი მასალების ხარჯის წილი 30%-მდეა. მთლიანად ქვეყნის მედიკამენტების დანახარჯის რა წილიც არ უნდა შემოვიდეს თურქეთიდან ქვეყანაში, ეს ვერ იქნება საბოლოო ჯამში, ყველაზე მაღალი რიცხვი რომ ვთქვა, 10%-იც კი. რეალურად, მთლიანად სამედიცინო მომსახურების ხარჯის სტრუქტურაში შესაძლებელია ეს 3%-ს შეეხოს. შესაბამისად, მარტივია დავასკვნათ, რომ რაიმე დიდ დანაზოგს სამედიცინო ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯში არ უნდა ველოდოთ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხარჯის სტრუქტურაში გვაქვს გამწვავებული პრობლემა - ტარიფიკაციის საკითხი, რომელზეც სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობდით და იმედია ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა მინდიაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის პარალელურად, ტარიფები არ გადახედილა, შესაბამისად იმდენად დიდია დარტყმა, რაც სექტორმა მიიღო, რომ ამის ფონზე ის პოტენციური დანაზოგი, რაც შეიძლება ახალმა რეფორმამ მოგვცეს, არის ძალიან მცირე.
ცნობისთვის, საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებული გახდა. "თურქეთის ბაზრის გახსნის" გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე აკრედიტებულია, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების მედიკამენტები, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ წამლების ფასი ქვეყანაში შემცირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი