მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია თუ არა სიგარეტის 15 ლარამდე გაძვირება - ფინანსთა მინისტრის განმარტება

5e53b9d514300
ინგა მურუსიძე
24.02.20 15:58
1255
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიგარეტის ღირებულება 15 ლარამდე აიწევს.

მისივე თქმით, პარლამენტში გაკეთებული განცხადება არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

„გავრცელდა, თითქოს მეთქვას, რომ 15 ლარი გახდება ფასი, რაც აბსოლუტურად არასწორია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში გვიწერია, რომ უნდა გავუთანაბრდეთ ევროკავშირის სტანდარტებს. პირველი დედლაინი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა, მეზობელი ქვეყნები ვერ მოგვყვებიან იმ ნაბიჯებით, როგორც ჩვენ მივდივართ, ვადამ გადაიწია 2026 წლამდე. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვადას კიდევ გადავწევთ.

ჩვენ სექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, მათ ავუხსენით, რომ 2020-2021 წლებში აქციზის ზრდა არ მოხდება. მერე კვლავ გვექნება კომუნიკაცია და გავაცნობთ ისევ 2-წლიან გეგმას, იქნება ზრდა თუ არა. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ფასი ევროკავშირთან, მე ვფიქრობ, ვადას გადავწევთ და ფასები გათანაბრდება მაშინ, როცა შევალთ ევროკავშირში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.