მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოსამართლეების დანიშვნა, დამოუკიდებელი სასამართლო - მნიშვნელოვანია...მაგრამ ნუ გავაზვიადებთ”

617416d292bd3
ელენე კვანჭილაშვილი
23.10.21 23:00
1887
მოსამართლეების დანიშვნა, დამოუკიდებელი სასამართლო - მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ – ამის შესახებ ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი აცხადებს. EIB-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ექსკლუზიური ინტერვიუ Forbes Talks-ს მისცა.

“ამ ადგილობრივ არჩევნებზე, ჩემი აზრით, მოსახლეობამ თქვა, რომ რაღაცით კმაყოფილები ვართ, რაღაცით უკმაყოფილოები, მაგრამ ზოგადად, მოგვწონს, როგორ იმართება საქართველო და მზად ვართ მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პარტიას - მართვის კიდევ ერთი მანდატი მივცეთ. ეს არჩევნები ჩემთვის რეფერენდუმი იყო, ამდენად, მოსამართლეების დანიშვნა, დამოუკიდებელი სასამართლო - რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ ეს საკითხები, ცენტრალური მნიშვნელობის საკითხად არ უნდა ვაქციოთ, რომ თითქოს ეს ერთი საკითხი ცვლის გარეთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. მოდი, გადავჭრათ ეს საკითხები, მივაღწიოთ იმას, რომ მსგავსი საკითხები აღარ გამეორდეს, მაგრამ მოდი, ნუ ვაქცევთ მათგან დრამას”,– აცხადებს ვაზილ ჰუდაკი.