დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ “ფულის გათეთრების” საქმეზე მორიგი მოსმენა გაიმართა.
სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ მოსამართლე გიორგი არევაძის აცილების მოთხოვნა დააყენა. ხაზარაძის თქმით, ამ საქმეში აშკარა პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც თავად სასამართლო პროცესების სიხშირეა.
"ქართული სასამართლოს, თითქმის 30-წლიან ისტორიაში, არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსგავსი ფორსირებული პროცესები არ ჩანიშნულა. როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე დამნაშავეები ამ 30 წლის განმავლობაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული არ არის, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს მკაცრად განსაზღვრული დრო საქმის დასამთავრებლად", - განაცხადა სასამართლოს სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ და გიორგი არევაძეს დაუსვა კითხვა, თუ რატომ ჩქარობს მოსამართლე და უკავშირდება თუ არა ეს არჩევნებსა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ საქმიანობას.
თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სხდომის გადადებაც ითხოვა, თუმცა მოსამართლე არევაძემ არც ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კორძაძის თქმით, პროკურატურა მათივე განცხადების საფუძველზე სწავლობს, შეხვდა თუ არა მოსამართლე პრემიერ გიორგი გახარიას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.
თავად მოსამართლემ კი, განაცხადა, რომ ის გიორგი გახარიას არასდროს შეხვედრია და არც მთავრობის კაცნელარიაში არაა ნამყოფი.
“ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მთავრობის კანცელარიაში და არასოდეს მინახავს პირადად გიორგი გახარია, მასთან შეხება არ მქონია... თქვენი პოზიცია მესმის თქვენი გადმოსახედიდან, თუმცა ეს თქვენი პოზიცია არის და ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რათა დღევანდელი სხდომა გადავდოთ. თუკი გამოძიება დაიწყება და სათანადო კითხვებს დაუსვამენ ყველა მხარეს, მეც მზად ვარ მათ შორის თუკი ასეთი სურვილი იქნება, რომ მივიდე და გამოკითხვაში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა გიორგი არევაძემ.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის