მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

61dd55e011ed2
შოთა ტყეშელაშვილი
11.01.22 13:58
612
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა გაიმართა. მასზე მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ განაჩენს ხვალ დილით, 11:00-ზე გამოაცხადებს. 

დღეს წესით საქმის ბოლო სხდომა უნდა ყოფილიყო, რომელზეც მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა. ბოლო უნდა ყოფილიყო სხდომა დეკემბერშიც, თუმცა მაშინ მოსამართლემ იანვარში დამატებითი სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

რატომაა დაუსაბუთებელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ ბრალი - დაცვის მხარის არგუმენტები