მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოსახლეობა 21 საათზე სახლში ჯდომას შეეჩვია” - გურამ ბაღდოშვილი

61cebe53baaf7
მარიამ იზორია
06.01.22 22:00
5171
რესტორანი “ჩვენის” დამფუძნებელი გურამ ბაღდოშივილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ კოვიდრეგულაციების მუდმივმა ცვლილებამ მომხარებელს ახალი ჩვევები გაუჩინა, მაგალითად ისინი საღამოს ცხრა საათზე უკვე რესტორნებში აღარ დადიან და სახლში ყოფნას ამჯობინებენ.

რაც შეეხება მაღალი სეგმენტის მომხმარებელს, მათ კოვიდპასპორტის არქონის გამო მზარეულები სახლებში ჰყავთ დაქირავებული და სახლიდან გასვლას ამ მომსახურების მიღებას ამჯობინებენ.

“რესტორნები ჯერ რვა საათამდე, შემდგომ ცხრა და ათ სააათამდე მუშაობდნენ, ამის გამო მოსახლეობა გარეთ გასვლას გადაეჩვია და ახლა ისინი ცხრა საათზე უკვე სახლებში სხედან, ფინანსურად შედარებით შეძლებულ ოჯახებს კოვიდპასპორტის არქონის გამო მზარეულები სახლში ჰყავთ დაქირავებული და ურჩევნიათ ხელფასები მათ გადაუხადონ. მეორეა კოვიდპასპორტის რეგულაცია, ინსპექტორები მოდიან და თავს მომხარებლად ასაღებენ, ასე გვამოწმებენ როგორ ვიცავთ რეგულაციას, ძალიან ბევრ მომხარებელს, მათ შორის ტურისტებს ამის გამო უკან ვაბრუნებთ. ამან გამოიწვია ის, რომ რესტორანი მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობს, ეს ყველაფერი ეტაპობრივად სექტორს ანადგურებს”, - განმარტავს გურამ ბაღდოშვილი.