მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობამ ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა... ეკონომიკა დუღს“ - პრემიერი

61163e6bcdb6f
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 13:55
1448
ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე გააკეთა.

პრემიერმა ქვეყანაში ეკონომიკის უპრეცენდენტო ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შედეგად, რაც მისი მთავრობის დამსახურებაა, სამუშაო ადგილებს ათასობით ადამიანი დაუბრუნდა.

„ჩვენ დავიწყეთ და შედეგად ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი, ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში. ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.