მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ...უნდა მივიდეთ თითოეულ სოფელში“ - გამყრელიძე ვაქცინაციის შენელებაზე

614dbc8863fe4
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 16:13
570
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის დღევანდელი სტატუსით უკმაყოფილოა და ამის ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 16 სექტემბრიდან აცრების მაჩვენებელი იკლებს.

„ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას. ადგილზე მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ინფორმაცია - მივიდეთ თითოეულ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში. უნდა დავარწმუნოთ, რომ დიდი სიკეთეა აცრა; რომ აცრილი ადამიანის მიერ ინფექციის მიმღებლობა 6-7-ჯერ ნაკლებია, კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში 41-ჯერ უფრო დაცულია ჰოსპიტალიზაციისგან, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 42-ჯერაა შემცირებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს 12 778 ადამიანი აიცრა.