მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობას პირბადე რომ გამოეყენებინა, გადაადგილებაზე შეზღუდვები საჭირო არ გახდებოდა - იმნაძე

5fbd4f438767c
თამთა ჯიჯავაძე
24.11.20 22:19
1728
მაქსიმალური შეზღუდვები და მობილობის მაქსიმალური დაგდება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დასმულ კითხვას იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რასაც ის ეპიდ-კრიზისის დაძლევის მიზნით გასცემს.

„საჭირო და აუცილებელი თუ არ არის, არ უნდა წახვიდე არსად“, - განაცხადა იმნაძემ მობილობის მაქსიმალური დაგდების განმარტებისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობას რომ პირბადე გამოეყენებინა და დისტანცია დაეცვა, სახელმწიფოს არ დასჭირდებოდა მობილობის მაქსიმალური დაგდებისთვის ღონისძიებების გატარება.

„ექიმების პოზიცია არის ის, რომ მობილობა უნდა დაეცეს. რა ზომებს გაატარებს საკოორდინაციო საბჭო, ამის შესახებ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ“, - განაცხადა იმნაძემ.