„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს გეგმური მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული სერვისებით სარგებლობა არ შეუძლია, რის გამოც მათ დაშენებული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა უნდა შეეძლოთ.
სოფო ლებანიძემ გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო ინდუსტრიამ პირობები უნდა ჩამოაყალიბონ, რომ მოსახლეობას დაშენების პაკეტი შესთავაზონ.
„ადამიანს რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარვა აქვს ისე ხდება, რომ მისი ჰოსპიტალური რისკები სახელმწიფო ბიუჯეტით კარგად არის დაცული. თუმცა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს დიაგნოსტიკურ მაღალტექნოლოგიურ და გეგმურ ამბულატორიულ სერვისებს, რომლის მოხმარება საკმაოდ დიდია.
მოსახლეობის დიდი წილი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და შესაბამისად მოსახლეობის ეს დიდი ოდენობა ვერ სარგებლობს გეგმური მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული სერვისებით. აქ საუბარია, რომ სახელმწიფო და კერძო ინდუსტრიამ ჩამოაყალიბონ ლოგიკური პირობები იმისა, რომ მოსახლეობას დაშენების პირობები შევთავაზოთ, რაც უფრო იაფი დაუჯდება მოსახლეობას ვიდრე ინდივიდუალური პაკეტის ყიდვა“, - განაცხადა სოფო ლებანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაშენებული სადაზღვევო პაკეტი მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, იყოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ხოლო ის დაავადებები, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შეივსოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი