"მოსახლეობას ვეუბნებით, რომ არ გაუძვირდება ელექტროენერგიის ტარიფი, თუმცა შეცდომაში შეგვყავს", - ამის შესახებ მეფრინველეობის ფერმა “კუმისის” დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა bm.ge-ის განუცხადა. ასე გამოეხმაურა ის ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა. ელექტროენერგიის ძველ და გაძვირებულ ტარიფს შორის სხვაობას მოსახლეობას 1 წლის განმავლობაში მთავრობა გადაუხდის, ასევე, ბიზნესის ნაწილს გაზრდილი გადასახადის 50%-ს ბიუჯეტი დაუსუბსიდირებს.
სუბსიდია მეფრინველეობის დარგსაც ეხება, თუმცა უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ ეს რეალურად თავის მოტყუებაა, რადგან როგორც კი შეწყდება სუბსიდია, ეს პროდუქციის ფასზე აუცილებლად აისახება, შესაბამისად, მოსახლეობასაც გაძვირებულ პროდუქტზე მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს.
"თავად გაძვირების ფაქტი ცუდი იყო, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენ არ გვქონდა დაგეგმვის საშუალება: ეს მოხდა ერთ კვირაში - დავიწყეთ საუბარი და გავაძვირეთ... მოსახლეობას კი ვეუბნებით, რომ მას არ გაუძვირდება ტარიფი, თუმცა შეცდომაში შეგვყავს რეალურად და მიზანმიმართულად. ნებისმიერი წარმოებისთვის ტარიფის გაძვირება ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანისთვის ნიშნავს პროდუქციის გაძვირებას. სუბსიდირება თუ მოხდება პატარა პერიოდის განმავლობაში, შენარჩუნდება ფასი, მაგრამ როგორც კი ეს პერიოდი გაივლის, მეფრინველეობა ენერგომატარებლების საკმაოდ სერიოზული მომხმარებელია და პირდაპირ აისახება ფასებზე. როგორც კი დენი გაძვირდება, თითოეულ თქვენგანს გაუძვირდება პროდუქცია”, - აცხადებს “კუმისის” ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის