მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 26% მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობის პასუხი სრულიად არასაკმარისია - IRI

62699f7dd6b5f
ალა ისპირიანი
28.04.22 00:36
973
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პასუხი გამოკითხულთა 83%-მა იცის.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს 16%-ს, ხოლო 1%-მა პასუხი არ იცის ან არ პასუხობს.

ასევე, გამოკითხულთა 28% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პასუხი უკრაინის მხარდასაჭერად სავსებით საკმარისია. 25%-ის მოსაზრებით, გარკვეულწილად - საკმარისი, სრულიად არასაკმარისია 26%-ისთვის, ხოლო 4%-მა პასუხი არ იცის ან არ პასუხობს.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.