მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია რთული ამოცანაა - ნიკოლოზ გამყრელიძე

6024161f5f1ee
თამთა ჯიჯავაძე
10.02.21 23:00
546
საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია რთული ამოცანაა, - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, 60% - რთული ზღვარია და ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„აქ კერძო სექტორების ჩართულობა შემოტანაშიც უნდა იყოს და ასევე, მსხვილი კომპანიების ჩართულობა აუცილებელია პრომოციაში - საგამანათლებლო კუთხით, საინფორმაციო მხარდაჭერაში, თუ რა სარგებელი მოაქვს ვაქცინაციას. ახლა ყველა ერთ ნავში ვართ - სახელმწიფოც, მთავრობაც და კერძო სექტორიც. ვაქცინაცია არის უპირველესი გზა ეკონომიკის სწრაფი და სრული აღდგენისკენ. ეკონომიკა თუ სწრაფად არ აღდგა, ყველას ერთნაირი პრობლემები შეგვექმნება, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პრომოციის პროცესში საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიც გეგმავს აქტიურ ჩართვას და თავის თანამშრომლებთან შესაბამისი ვებინარის გამართვასაც.

„ექიმებსა და ექთნებთან, ვისი ვაქცინაციაც პირველ რიგში იგეგმება, დაწყებული გვაქვს კომუნიკაცია. მხოლოდ ჩვენს კომპანიაში 8 000 სამედიცინო პერსონალია. 16-ში გვაქვს პირველი ვებინარი ჩვენს თანამშრომლებთან, სადაც ვაქცინაციის უპირატესობებზე გვექნება საუბარი. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომელთაც შფოთვები აქვთ, ზოგს ლეგიტიმური, ზოგს ობიექტური, ზოგს არაობიექტური, ამიტომაც ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა კითხვას პასუხი გავცეთ, რათა რაც შეიძლება მაღალი მოცვა გვქონდეს“, - დასძინა ნიკოლოზ გამყრელიძემ.