მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 68%-ის აზრით, დეპუტატები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავენ

5e200b69b0363
შოთა ტყეშელაშვილი
16.01.20 11:10
894
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 73%-ის აზრით, დეპუტატები გააკეთებენ იმას, რასაც მათ პარტია ეტყვის. მოსახლეობის მხოლოდ 26% ეთანხმება ფრაზას, რომ დეპუტატები ამომრჩეველთა ინტერესებს დაიცავენ. 

ამასთანავე, გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ. 



აღნიშნული კვლევა 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.