მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ხელისუფლება EU-ს რეკომენდაციებს შეასრულებს - NDI

632441c3ca513
BM.GE
16.09.22 17:43
515
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა დაახლოებაზეც. მოსახლეობის 62% ინფორმირებულია ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც EU-მ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა, თუმცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.

NDI-ის კვლევაში ასევე საუბარია EU-ს 12 რეკომენდაციაზეც, რომელთა შესრულებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის სჭირდება. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, 33% მიიჩნევს, რომ ეს პირობები არ შესრულდება, ხოლო 35% ირჩევს პასუხს - "არ ვიცი".

ამასთან, მოსახლეობის 71% აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დასმული პირობების შესრულება არის მნიშვნელოვანი. 

No description available.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.