მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობისთვის გაზის გაძვირებას არ ველოდებით - ეკონომიკის მინისტრი

5fc8a4a4c32e3
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 12:46
666
მოსახლეობის მიმართულებით გაზის ტარიფის გაძვირებას არ ველოდებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ გაზის ტარიფს სემეკი ადგენს, მინისტრი დარწმუნებულია, რომ სამომხმარებლო „გაზზე ტარიფი არ გადაიხედება“.

BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც „თბილისი ენერჯის“ მიერ კომერციული გაზის ღირებულების 0.86 ლარიდან 1.10 ლარამდე გაძვირებას შეეხებოდა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ბიზნესსა და ენერგო კომპანიებზეც აისახება. თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგო კომპანიის მიერ კომერციული გაზის ცვლილებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია აუცილებლად ექნებათ.

"როგორ გაყიდის თბილისი ენერჯი გაზს - ეს არ არის რეგულირებადი, რადგან ეს მათი ბიზნესის ნაწილია. თუმცა, აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია მათთან დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ - ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით. აუცილებალად შევხვდებით და დაველაპარაკებით, რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელია ასეთ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ტარიფის გადახედვა“, - განაცხადა თურნავამ.