„მოსაზრება საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების შესახებ აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა საქართველოში დარეგისტრირებული და არცერთი კომპანიის მხრიდან მსგავსი სახის პრეტენზიები არ არსებობს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კომპანია Frontera Resources-ის საკითხზე ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით.
მინისტრის განცხადებით, Frontera Resources-ის საქმეს განიხილავს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლო და ყოველგვარი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მიუღებელია. ქართული მხარე იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
„აშშ-სთან ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების იმ დონეზე აყვანაზე, რა დონეც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გახსნის პერსპექტივაზე. მერწმუნეთ, არანაირ სანქციებზე საუბარი არ არის და არც იქნება მომავალში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ დაემუქროს',- აცხადებს მინისტრი.
14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი