მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელ ინვესტორებს არასტაბილურ ქვეყანაში რისკების გაღების ეშინიათ“ - სოფო ჭყონია

619ce01fa9313
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 16:40
887
"უცხოელ ინვესტორებს არასტაბილურ ქვეყანაში რისკების გაღების ეშინიათ“ - ასე აფასებს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური გარემოს გავლენას ბიზნესგარემოზე. 

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები, პირველ რიგში,ინვესტიციებზე ახდენს გავლენას.

„მაგალითად, მე, უცხოელ პარტნიორებს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ვამჩნევ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში გარკვეული პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებენ, რადგან არასტაბილური ქვეყანა როდესაც ხარ, მათ რისკის გაღების ეშინიათ. ეს ყველაფერი გრძელვადიანი ხდება, რადგან სტაბილური ქვეყანა სტაბილური ეკონომიკის გარანტია“, - აცხადებს ჭყონია bm.ge-სთან.

„კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური პროექტის ავტორი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესების გამო პარტნიორებმა საქართველოში ჩამოსვლისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს. 

„ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაშიც შეფერხება მქონდა, რადგან დაგეგმილი იყო ჯგუფის ვიზიტი, მაგრამ არსებული არეულობის გამო ეს ვიზიტი გადადეს“, - აღნიშნა ჭყონიამ.