მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში საშემოდგმო არდადეგბი ორ კვირამდე გახანგრძლივდება. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ CNN წერს.
„ექიმების და ინფექციონისტების რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ საშემოდგომო არდადეგები. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე აცივებისთანავე ისედაც იზრდება სეზონური ინფექციების რაოდენობა და წელს კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელსაც კორონავირუსი ეწოდება. მივიღეთ გადაწყვეტილება, შემოდგომის არდადეგები გახანგრძლივდეს 5-18 ოქტომბრამდე“, - განაცხადა სობიანინმა.
მერმა მშობლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ და არ წაიყვანონ ბავშვები ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებში, ასევე, ნაკლებად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
„ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ უმჯობესია მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან ვირუსი იოლად გადამდებია და უმჯობესია, დავრჩეთ სახლში ან გავისეირნოთ ქალაქგარეთ“, - აღნიშნა სობიანინმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 2,217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ივნისის შემდეგ და შესაბამისად, დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობა 287,993-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მთლიანად რუსეთს, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 1,159,573 შეადგინა, გარდაიცვალა 20,385 ადამიანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ