მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი მზად არის მარცვლეულის შეთანხმება 60 დღით გაახანგრძლივოს

640f81db069bd
ალა ისპირიანი
13.03.23 23:47
652

რუსეთმა 13 მარტს განაცხადა, რომ მზად არის გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება, მაგრამ მხოლოდ 60 დღით. ამ საკითხზე რუსეთის დელეგაციამ გაეროს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები დღეს ჟენევაში გამართა.

უკრაიანის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმების პირობების დარღვევას წარმოადგენს, რადგან მისი თქმით, თავდაპირველი შეთანხმება, სულ მცირე, 120 დღეს ითვალისწინებდა. 

2022 წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან განხორციელდა. ხელშეკრულება ნოემბერში გაგრძელდა და გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ამიტომ ვადა 18 მარტს იწურებოდა.

1-ელ მარტს, რუსეთმა განაცხადა, რომ ის დათანხმდებოდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სოფლის მეურნეობის სექტორის ინტერესები გათვალისწინებული იქნებოდა.

5 მარტს კი დიდი ოცეულის სამიტზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნიუ-დელიში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა აქტიურად მუშაობს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის გასაგრძელებლად, რომლის მიხედვითაც უკრაინას შესაძლებლობა ექნება, რუსეთის შეჭრის შემდეგ ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეული ექსპორტზე გაიტანოს.