მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის მიზანია მთელი სამხრეთ უკრაინის კონტროლი - რუსი გენერალი

6262ece29bd1a
ალა ისპირიანი
22.04.22 22:40
1461
რუსმა გენერალმა პარასკევს თქვა, რომ მოსკოვს სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი სურს. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე რუსტამ მინეკაევი აცხადებს, რომ სრული კონტროლი სამხრეთ უკრაინაზე მისცემს რუსეთს წვდომას მოლდოვის სეპარატისტულ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილზე დასავლეთში. 

ცნობისთვის, ამ განცხადების საპირისპიროდ, მოსკოვი ამ დრომდე ირწმუნებოდა, რომ ის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" აწარმოებს უკრაინის დემილიტარიზაციის და მისი მოსახლეობის გასათავისუფლებლად ხალხისგან, რომელსაც სახიფათო ნაციონალისტებს უწოდებენ.