20.ნოემბერი .2020 01:20

მოსკოვმა და ბაქომ სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი განიხილეს

views 1124
უკან

რუსეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ორი ქვეყნის პრემიერებმა ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომელიც სატრანსპორტო გადაზიდვების ნორმალიზების გადაწყვეტილებასაც მოიცავს.

მხარეებმა, ასევე, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების საკითხიც განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, როგორც წარმოებების, ასევე, სოფლის მეურნეობის და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა