მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში კორონავირუსის საფრთხეების გამო, სრული მზადყოფნა ცხადდება

5e614c620dc07
თამთა ჯიჯავაძე
05.03.20 22:54
1119
მოსკოვში კორონოვირუსის საფრთხეებთან გამკლავების მიზნით, განსაკუთრებული ზომებისთვის ემზადებიან. ქალაქის ხელისუფლების მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, მოსკოვში სრული მზადყოფნა ცხადდება.

დოკუმენტის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებიც იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, უნდა შეატყობინონ შესაბამის უწყებებს. როგორც ბრძანებაში წერია, პირველივე სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვონ სამედიცინო დახმარება.

გარდა ამისა, მოსკოვში ყველა დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის სიცხის გაზომვა და ტემპერატურის მატების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განარიდონ სამუშაო სივრცეს. ასევე მხარი დაუჭირონ თანამშრომლებს თვითიზოლაციის შემთხვევაში.