15.აგვისტო .2019 18:50

მოსკოვში თვითმფრინავი თოლიების გამო ავარიულად დაეშვა

views 194
უკან

მოსკოვთან ახლოს, ჟუკოვსკის აეროპორტის ტერმინალთან მდებარე სიმინდის ყანაში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. А321 ტიპის ლაინერი მოსკოვი- სიმფეროპოლის რეისს ასრულდებდა. ბორტზე 234 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 7 წევრი.

ინციდენტის მიზეზი ფრინველთა გუნდია. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფრენის დროს თვითმფრინავის ძრავაში თოლიები გაიჭედნენ, პილოტმა კი ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

შემთხვევის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.