07.ნოემბერი .2019 00:10

Motorola-ს ახალი კეცვადი სმარტფონის ფოტოები გავრცელდა

views 1353
უკან

Motorola-ს კეცვადი სმარტფონის ფოტოები გავრცელდა. ივენ ბლესმა, რომელიც ცნობილია ჯერ არგამოსული ტელეფონების ფოტოების გავრცელებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განათავსა  Motorola-ს ახალი მოდელის ფოტოები. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორი იქნება Moto Razr V3 მოდელი. ნაცვლად მცირე ზომის ეკრანისა და კლავიატურისა, მას ექნება გრძელი ეკრანი, რომელიც მთლიან ტელეფონზე იქნება გადაჭიმული და რომელიც შუაში დაიკეცება.

დაკეცილ მდგომარეობაში ტელეფონით შესაძლებელი იქნება სელფის გადაღება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ Motorola-ში განაცხადეს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის კეცვად ტელეფონს გამოუშვებდნენ. ევროპაში ახალი სმარტფონი დეკემბერში გამოჩნდება, აშშ-ში კი რამდენიმე თვეში. შეგახსენებთ, Samsung-მა უკვე გამოუშვა კეცვადი სმარტფონი.