17.თებერვალი .2021 00:10

მოთხილამურე: „იმისათვის რომ მევარჯიშა, მთაზე რამდენჯერმე ფეხით ავედი“

მოთხილამურე: „იმისათვის რომ მევარჯიშა, მთაზე რამდენჯერმე ფეხით ავედი“
views 357
უკან

გუდაურში მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით ადგილობრივებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, #სოცაფეთქების ორგანიზებით მორიგი აქცია გაიმართა. გარდა იმისა, რომ აქციაზე ბიზნესი ეკონომიკური საქმიანობის გახსნას მოითხოვდა, იყვენენ სპორტსმენებიც, რომლებსაც არსებული შეზღუდვები და საბაგიროების გაჩერება პრობლემებს უქმნით.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოთხილამურემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სპორტსმენებისთვის ძალიან რთულია უმოძრაოდ ყოფნა და ეს მათ მოტივაციაზეც მოქმედებს.

„წელს გავხდი 14 წლამდელთა ჩემპიონი საქართველოში. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვვარჯიშობ ფიზიკურად და ჩემი შესაძლებლობების შესაბამისად ვემზადები სეზონისთვის. მე და სხვა ბევრი სპორტსმენი ვხედავთ კურორტს, რომელიც გაჩერებულია და ვერ ვვარჯიშობთ ტრასაზე. ვხედავთ, რომ ყველაფერი გაჩერებულია, მთის კურორტები არ არის მდგრადი, ასეთ წინაღობებზე ჩერდება და პერსპექტიული არ არის. ყველა სპორტსმენისთვის ეს უდიდესი ტკივილია და გარდა უდიდესი ზარალისა, რომელიც მიადგა ეკონომიკას, სპორტსმენებისთვისაც ძალიან დიდი ზარალია, უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი დაკავდება ამ სპორტით.

ფიზიკურად ვვარჯიშობ სახლში და რამდენჯერმე მთაზე ფეხით ავედი და ვცდილობ რაღაც შესაძლებლობები გამოვნახო რომ ვისრიალო. როდესაც საბაგიროები არ არის ჩართული, შეუძლებელია რა საჭიროებაც მაქვს, იმ ინტენსივობით ვივარჯიშო“, - ამბობს მოთხილამურე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა