მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნა გაზრდილია" – Moitane.ge კორონავირუსის გავლენაზე

5e9c3e6182699
ნუცა ბაზლიძე
19.04.20 17:00
1247
მიტანის სერვისი Moitane.ge კორონავირუსის გამო გაზრდილი დატვირთვით მუშაობს. როგორც კომპანიის მენეჯერი ნიკოლოზ ადეიშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ცხოვრების შეცვლილი წესის გათვალისწინებით, მიტანის სერვისზე მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილი და შესაბამისად moitane.ge ამ რეჟიმს მოერგო.

ამასთან, ნიკოლოზ ადეიშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც მიტანის სერვისს გარკევულ შეზღუდვებს უწესებს, აღნიშნულ კომპანიაზე არ გავრცელდა, ვინაიდან moitane.ge, თავის მხრივ, სურსათზეა ორიენტირებული.

აღნიშნული მომსახურება მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უფრო რელევანტური გახდა, შესაბამისად, კომპანია ფუნქციონირებას აქტიურად განაგრძობს.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ სუპერმარკეტებიდან პროდუქტების მიტანაზე. moitane.ge მომხმარებელს ჯამში 10 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს. საგანგებო რეჟიმის დროს განვაგრძობთ სრული დატვირთვით მუშაობას, მოთხოვნა კი გაზრდილია“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ადეიშვილი.

როგორც გავარკვიეთ, moitane.ge-ის სერვისი თბილისის მასშტაბით მომსახურებას მოიაზრებს. ნიკოლოზ ადეიშვილის განმარტებით, კომპანია თანამშრომლობს მათ შორის ისეთ ქსელებთან, როგორებიცაა „გუდვილი“ და „სპარი“.