მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნა Uber-ის საკვების მიწოდების სერვისზე 166%-ით გაიზარდა

6095487e91b3c
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.21 21:12
609
მოთხოვნა ტექნოლოგიური კომპანია Uber-ის საკვების მიწოდების სერვისზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ით გაიზარდა. საკვების მიწოდების სერვისზე ასეთი ზრდა კორონავირუსის პანდემიით არის განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კომპანია ბიზნესის ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს და როგორც გასულ კვირას განაცხადა, 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტირებას საკვების მიწოდების სერვისში განიხილავს, რომელიც ძირითადად ახალი მძღოლების მოძიებასა და ძველების გადამზადებაზე დაიხარჯება.

Uber-ის გენერალური დირექტორის დარა ხოსროშაჰის განცხადებით, მძღოლები გადანაწილდება, ანუ ნაწილი საკვების მიტანის სერვისზე დასაქმდება, მეორე ნაწილი კი მგზავრებს ტაქსების მეშვეობით მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტაქსების სერვისის ბიზნესიდან 108 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიიღო, რაც უკეთესი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Uber-ის ზარალმა გასული წლის პირველ სამ თვეში 968 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.