მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნად უბნებში საბურთალო ლიდერობს - "არეა ჯგუფის" კვლევა

5ed66ade8e963
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.20 18:15
1715
უძრავი ქონების მარკეტინგულმა საკონსულტაციო პლატფორმა "არეა ჯგუფმა" უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი კვლევა წარადგინა. კვლევა უძრავი ქონების შესყიდვით დაინტერესებული პირების გამოკითხვის შედეგად არის შემდგარი და ის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს ასახავს. ცალკეული უბნების მიხედვით, კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი მოთხოვნა საბურთალოზეა, რომელსაც გამოკითხულთა 36% მიიჩნევს სასურველ უბნად.

“უბნების განაწილების კუთხით, ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა, თუმცა იკვეთება საინტერესო ტენდენცია, კერძოდ აგარაკებზე მოთხოვნა. რაც ბოლო პერიოდში ვფიქრობთ, რომ უფრო პოპულარული გახდება. მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა თბილისში შემოგარენში, კოვიდ 19- მდეც მცირედი, მაგრამ მაინც მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. ვფიქრობთ, ცხოვრების სტილი და ტენდენციაც, მსაგვსი ტიპის მოთხოვნის სტიმულირებას ხელს შეუწყობს, თუმცა ამას კავშირი არ აქვს პანდემიასთან, მაგრამ აუცილებლად ექნება ურთიერთკავშირი ეკონომიკის აღდგენას და ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან. აქვე ავღნიშნავთ, რომ ძირითადი მოთხოვნა თბილისის მასშტაბით ვრცელდება შიდა ბაზრის მომხმარებლებში, თუმცა დასახელებული იყო აჭარის, კახეთის და ქუთაისის რეგიონები.

სასურველი უბანი/რეგიონი

● საბურთალო - 36%;
● გლდანი - 11%;
● დიდი დიღომი - 10%;
● ვარკეთილი - 9%;
● ვაკე - 6%;
● სანზონა - 6%;
● დიდიუბე - 5%;
● ვერა-მთაწმინდა - 3%;
● ისანი-სამგორი - 3%;
● ძველილი თბილისი სოლოლაკი - 3%;
● კრწანისი - 1%;
● ნაძალადევი - 1%;
● სხვა - 5%.

კვლევის მეთოდოლოგია:

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს შორის ონლაინ გამოკითხვის ფორმატით. მთავარი აქცენტი და ყურადღება გამახვილდა ორი კატეგორიის მომხმარებლებზე:

1. ადამიანები, ვინც ფიქრობდნენ 2020 წლისთვის უძრავი ქონების, საცხოვრებელი ფართის შეძენას და კოვიდ 19-ის გამო გადაიფიქრეს.

2. ადამიანები, რომლებიც კოვიდ 19-მდე, მიმდინარე წლისთვის ფიქრობდნენ და კვლავ, პანდემიის შემდეგ, აქტიურად განიხილავენ ფართის შეძენას.

გამოკითხულთა რაოდენობამ შეადგინა 469 რესპოდენტი, საიდანაც 98,2 % ტერიტორიულად იმყოფება საქართველოში, ხოლო 1,8 % საზღვარგარეთ. აუდიტორია სრულად ქართულენოვანია. საცხოვრებელი ფართის მომხმარებელი გეოგრაფიული მდებაორეობის მიხედვით განისაზღვრება სამ კატეგორიად: ადგილობრივი - საქართველოში მაცხოვრებელი, ემიგრანტი და უცხოელი მოქალაქე. ცალსახად, აქცენტი გაკეთდა შიდა ბაზარზე.

კვლევის სანდოობა შეადგენს 95% (confidence level), სადაც ცდომილების ალბათობაა +/- 3-4 % - ის ფარგლებში (confidence interval).