მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნები, რომლებიც საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისას იკვეთება - Kairos Logistics (R)

60423a9acdfdc
BM.GE
05.03.21 17:57
2523
საკვები პროდუქტების მომარაგების ჯაჭვის შესახებ საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Kairos Logistics-ის ლოგისტიკის ხელმძღვანელი პაატა მეფურიშვილი საუბრობს:

კვებისა და სასურსათო ინდუსტრია მსოფლიოში დღითიდღე უფრო მზარდი და მოთხოვნადი ხდება, წლების წინ სხვადასხვა სახეობის საკვები მხოლოდ რეგიონალური მასშტაბებით იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ჩვეულებრივი ამბავია, რომ საქართველოში გაიღვიძოთ და საუზმეზე სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი ყავა და იტალიური საკონდიტრო პროდუქტი მიირთვათ, მეტიც დღეს მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან და ხარისხიან ასორტიმენტთან წვდომის მოთხოვნა გააჩნია.

ამ მოთხოვნის უკან საკმაოდ დიდი ლოგისტიკური ჯაჭვია, რომელიც პროდუქტის ექსპორტ/იმპორტზე ზრუნავს, ამიტომაც ლოგისტიკას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს კვებისა და სასურსათო ინდუსტრიის განვითარებაში;

მე შევეცდები, გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისას იკვეთება:

- ტრანსპორტირების ვადები

მცირე სატრანზიტო პერიოდის დაცვა საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მზა დამუშავებული პროდუქტები დიდი ხნით არ არის ვარგისიანი, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ტრანსპორტირება მალე დასრულდეს, რათა ლოგისტიკური პროცესების დასრულების შემდგომ, პროდუქტს სარეალიზაციოდ საკმარისი დრო ჰქონდეს;

- ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი

კვების ინდუსტრიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხის დაცვა, ეს ის შემთხვევაა როდესაც კომპრომისზე წასვლა შეუძლებელია, პროდუქტის ხარისხი კი როგორც მწარმოებელზე ისე მის სწორ ლოგისტიკურ ოპერაციებზეა დამოკიდებული, თითოეული პროდუქტი ტრანსპორტირებისას მოითხოვს მკაცრ ტემპერატურულ კონტროლს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მისაბმელ ნაწილში, ჩვენი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ტელემატიკური სისტემებით რაც საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ვაკონტროლოთ ტემპერატურული რეჟიმი მისაბმელში და თითოეულ პროდუქტს მისთვის საჭირო ტემპერატურა შევუქმნათ.

- დაბინძურების რისკების შემცირება

დაბინძურებული საკვები პროდუქტები სერიოზული რისკის შემცველია, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისას სწორედ ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა წარმოადგენს.

- ტვირთის დაზიანების რისკების შემცირება

საკვები პროდუქტები განსაკუთრებით სენსიტიური ტვირთების სიაშია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, ტრანსპორტში მისი სწორად დატვირთვის პროცედურას, მნიშვნელოვანია, ტრანსპორტირების პერიოდში მძღოლმა დაიცვას უსაფრთხო გადაადგილების სტანდარტები და თავი შეიკავოს სარისკო მანევრირებისგან, ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ყველანაირი დამხმარე, დამჭერი და მყარი კონსტრუქციის მქონე მასალებით, რომელიც ტვირთის დაფიქსირებას ხელს უწყობს, თუმცა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფინანსური ზარალების რისკები, თითოეულ ასეთ ტვირთს კომპანია “ალდაგში” ვაზღვევთ უნიკალური სადაზღვევო პაკეტით.