07.მაისი .2020 17:10

მოთხოვნების დიდი ნაწილი, რაც გვქონდა, დაკმაყოფილდა-რესტორატორი

views 347
უკან

საქართველოს გასტრონომიის ასიოციიის ხელმძღვანელი და რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორში წარმოდგენილი ანტიკრიზისულ გეგმა ზოგადი იყო, თუმცა დახმარების ის პაკეტი, რაც მთავრობამ წარადგინა მისი მხრიდან დადებითად ფასდება.


„ვფიქრობთ დღევანდელი ტურიზმის სტრატეგია არის კარგი ნაბიჯი, რადგანაც ჩვენს აპრილის ბოლოს, გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება დიდწილად, ის მოთხოვნები და კითხვები, რაც გვქონდა, დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა ან პასუხი იქნა გაცემული. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიურად უნდა აღვიქვათ სახელმწიფოს ეს ნაბიჯი, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი არსებობა და მნიშვნელობა ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ერთადერთი, აშკარად ეტყობოდა პრეზენტაციას რომ ზოგადი, დაწვრილებით არ იყო ჩაშლილი. დანარჩენს ხვალ შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ, როდესაც მეტი დეტალი გვეცოდინება“, - წერს ლევან ქოქიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის გზების დასახვის მიზნით შეიქმნა და მთავრობას დარგის კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი ხედვა შესთავაზა.

 

რაც შეეხება ანტიკრიზისული გეგმიტ განთვალისწინებულ მხადრდამჭერ ღონისძიებებს, როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-იან თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს.

"ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-იან თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისა, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ და მოემზადონ ამოქმედებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით"-თქვა მინისტრმა.