მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოუმზადებელი პრეზენტაცია იყო. მგონი, ამ კვირაში დაწერეს“ - ვატო სურგულაძე რესპუბლიკურის კონცეფციაზე

6433c3ed4a9da
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.23 12:14
855
ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კონცეფციას მოუმზადებელს უწოდებს და აცხადებს, რომ რაიმეს თქმა პროექტთან დაკავშირებით, როდესაც უწყებას ინფორმაცია სრულად არ აქვს, არ შეიძლება. ამის შესახებ მან „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აბსოლუტურად მოუმზადებელი პრეზენტაცია იყო, კონცეფცია მგონი ამ კვირაში დაწერეს. ყველაფერი მოუმზადებელია - რა რისკები, სად, როგორ აშენდება, როგორი პროექტი გვექნება და დასკვნები გაიცემა, როგორ შეიძლება იქამდე რამის თქმა, სანამ სრული ინფორმაცია არ გაქვს“, - ამბობს სურგულაძე.

მისი თქმით, არ შეიძლება გეგმის გარეშე საავადმყოფოს მედპერსონალის ასე დაშლა, რადგან უწყებამ არც ის იცის, კერძო სექტორს სჭირდება თუ არა ამდენი კადრი, სახელმწიფო კლინიკების რიცხვი კი დიდი არ არის.

„რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც უნდა გასცენ, ეს ანაზღაურება სამ წელზე იქნება თუ ოთხ წელზე გაწერილი, არავინ იცის; კიდევ ერთი საკითხი ხელფასების ინდექსაციაა, ლარის კურსს ხვალ რა მოუვა არავინ იცის, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი. ამასთან, იმის თქმა, რომ ეს ხალხი სახელმწიფო საავადმყოფოებში დასაქმდება... თბილისში სულ 3  სახელმწიფო საავადმყოფოა- ინფექციური, ფსიქიატრიული და ტუბერკულოზის ცენტრი, სად აპირებენ ამდენი ადამიანის დასაქმებას?! რაც ონკოლოგიურ ცენტრში მოხდა იცით, ის დღემდე ჩაკეტილი და დანგრეულია... კერძო სტრუქტურაში აპირებენ დასაქმებას, ვკითხეთ მათ? სჭირდებათ ამდენი ექიმი ან ექთანი? ამ საავადმყოფოს სიმდიდრე კოლექტივია და ამ კოლექტივის დაშლა ყველაზე დიდი დანაშაული იქნება“, - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა.