მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mouth Melters-მა წარმოება გააფართოვა

632c3274c1721
მარიამ იზორია
25.09.22 14:59
860
“ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის” შემქმნელებმა, მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ქვევრის ფორმის შოკოლადის წარმოება დაიწყეს.

MOUTH MELTERS - ასე ჰქვია ბრენდს, რომელმაც ოპერირება სულ რამდენიმე თვეა დაიწყო და მომხმარებელს რძიან, შავ, მანგოს, მაყვლისა და მალინის შიგთავსის მქონე შოკოლადს სთავაზობს.
No description available.

როგორც bm.ge-სთან “MOUTH MELTERS”-ის დამფუძნებელი ლალი ჩახვაშვილი აღნიშნავს, თავდაპირველად წარმოების პროცესი ხელით მიმდინარეობდა, მას შემდეგ კი, რაც დღეში 200-მდე შოკოლადი ბაზარს ვეღარ აკმაყოფილებდა მცირე საწარმო დანადგარებით აღჭურვეს და წარმოება გააფართოვეს.

მისივე თქმით, სამომავლოდ ახალი გემოების დამატება და საქართველოს ბაზრის სრულიად ათვისება იგეგმება.
No description available.

“შოკოლადის დამზადების პროცესში პანდემიის პერიოდში ჩავერთე. თავდაპირველად გვეგონა, რომ მხოლოდ შოკოლადის დადნობა და მისი ფორმებში ჩამოსხმა საკმარისი იქნებოდა, თუმცა პროცესი ასეთი მარტივიც არ აღმოჩნდა და სასურველი შედეგი იქამდე ვერ მივიღეთ სანამ, შოკოლადის ტექნოლოგიურად წარმოება არ დავიწყეთ.

საწყისად სამი სახის 70%-იანი, 54%-იანი და რძიანი შოკოლადი გვქონდა. თითოეული შოკოლადის ქვევრის მოცულობა 80 გრამია. შემდგომ უკვე გემოებზე ბევრი ვიმუშავეთ და წარმოებას მანგოს, მალინისა და მაყვლის შიგთავსის მქონე შოკოლადი დავამატეთ. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, უკვე წარმოების ზრდის საჭიროება დადგა” - აღნიშნავს ლალი ჩახვაშვილი.

ინფორმაციისთვის: შოკოლადის სახელოსნოში 60 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. “Mouth melters”-მა თიბისი ლიზინგის მხარდაჭერითაც ისარგებლა და საწარმო დანადგარებით აღჭურვა.
No description available.