მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვა დრო, როდესაც EU-ს შევსებული კითხვარი გასაჯაროვდება - ილია დარჩიაშვილი

6290ad597072d
მარიამ ვარადაშვილი
27.05.22 15:08
586
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის პასუხები არ გასაჯაროვდა.

"რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ამ დოკუმენტის გასაჯაროება არ მოხდა. პირველ რიგში, გაგზავნილი დოკუმენტი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მუშა დოკუმენტი. მაღალი ალბათობა არის იმის, რომ სამუშაო პროცესში, შესაძლოა, გამოიკვეთოს ზოგიერთ პასუხთან მიმართებით სხვადასხვა პოზიცია, რაც შეიძლება დაკორექტირდეს. ეს მუშა პროცესია და დოკუმენტს, რომელსაც ჯერ საბოლოო სახე მიღებული არ აქვს, ვერ გავასაჯაროებდით, თუმცა მოვა დრო, როცა ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება.

ამავე დროს, თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ კითხვარის შევსება საქართველოს მთავრობის ვალდებულება იყო და მთავრობამ ეს ვალდებულება შეასრულა”, - განაცხადა მინისტრმა.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. მთავრობამ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.