მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვაჭრეები, მოლების თანამშრომლები - ინფიცირების როგორი მაჩვენებლებია კერძო სექტორში?

6076daadda2a3
ინგა მურუსიძე
14.04.21 23:00
770
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ანტიგენით ტესტირების დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ბიზნესების წარმომადგენლებს სწრაფი ტესტები უფასოდ, მიმდინარე თვის ბოლომდე ჩაუტარდებათ.

Bm.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ტესტირებების შედეგები გააცნო.

კერძოდ, 27 მარტის მონაცემებით:

ტაქსის მძღოლები: გატესტილია 30 149 ადამიანი, დადებითი მაჩვენებელი 0.4%-ია;

ბაზრობის მოვაჭრეები: გატესტილია 33 048, დადებითი მაჩვენებელი 0.2;

რელიგიის მსახურები: გატესტილია 17 324 ადამიანი, დადებითი მაჩვენებელი 0.8 %;

მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები: გატესტილია - 25 198; დადებითი მაჩვენებელი 0,2%;

სკოლებისა და ბაღების გატესტილია: 266 118; დადებითი მაჩვენებელი 0,2%;

რანდომული ტესტირება, ანუ შერჩევითი, სკოლა, ტრანსპორტი, პოლიცია: გატესტილია 73 618 და დადებითი მაჩვენებელი 0.5%;

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები: გატესტილია 3866 და დადებითი მაჩვენებელი 0.1%;

სპორტული დარბაზები, საუნები, საცურაო აუზების თანამშრომლები: გატესტილია 2051, დადებითი მაჩვენებელი - 0.2%.

რაც შეეხება რესტორნებს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, რესტორნების თანამშრომლები სახელმწიფოს მხრიდან არ იტესტებიან.

„რესტორნების თანამშრომლები შეიძლება კერძოდ იტესტებიან, თუმცა ეს ინფორმაცია შეკრებილად ჩვენამდე არ მოდის. როცა კერძოდ იტარებს ვინმე ტესტირებას, აუცილებელია, რომ დადებითი პასუხი ატვირთოს ლაბორატორიამ, შესალლოა ლაბორატორია ასეც იქცევა, თუმცა აქ არ ვიცით, სულ რამდენი ტესტი ჩატარდა და ა.შ. გარდა ამისა ტესტები უკვე აფთიაქშიც იყიდება და ადამიანები ტავად იტარებენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.