12.სექტემბერი .2020 15:33

“მოვითხოვთ დროებით მაინც გამოცხადდეს მორატორიუმი სესხებზე - "მინიონები"

views 4650
უკან

“მოვითხოვთ დროებით მაინც გამოცხადდეს მორატორიუმი სესხებზე, სხვა შემთხვევაში ეს ბიზნესი მოკვდება”- ამის შესახებ ბავშვთა გასართობი ცენტრ "მინიონების" წარმომადგენელმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა. როგორც ლაღიძე ამბობს, პანდემიის პერიოდში ბანკმა მათ ერთი ფილიალი უკვე წაართვა, ხოლო თუ ვალდებულებების გადავადება არ მოხდება, კომპანია მეორე ფილიალსაც დაკარგავს.

“ყველაზე მეტად პანდემიამ დაგვაზარალა. ჩვენ ბანკმა უკვე წაგვართვა ბახტრიონზე უზარმაზარი შენობა, ასევე გვქონდა ვალი აღებული და ვეღარ ვიხდით შესაბამისად ამ სესხს. ბანკმა არ გადაგვივადა ეს სესხი, შესაბამისად, უკვე გვემუქრებიან, რომ წაიღებენ მეორე ფილიალს. მოვითხოვთ სახელმწიფოსგან რაიმე სახის შეღავათები გავრცელდეს ჩვენზე, ასევე გვიშუამდგომლონ ბანკებთან, რათა დროებით მაინც გამოცხადდეს მორატორიუმი სესხებზე, სხვა შემთხვევაში ეს ბიზნესი მოკვდება”-ამბობს ბავშვთა გასართობი ცენტრ "მინიონების" წარმომადგენელი გიორგი ლაღიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა