მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს აგრესია და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან - ევროკომისია

621737b88132a
ინგა მურუსიძე
24.02.22 11:44
669
პუტინს არ მივცემთ ნებას, სიტუაცია უკრაინაში ამდენად დაარღვიოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლაიენმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ევროკავშირის სახელით მოითხოვა, რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

„მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს აგრესია და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ჩვენ არ მივცემთ პუტინს ნებას, რომ სიტუაცია ამდენად დაარღვიოს. თავიდან უნდა ავიცილოთ ვითარება, როცა ის არასათანადოდ შეაფასებს შედეგებს მისი მოქმედებისა, ასევე ჩვენი საზოგადოებისა და მოკავშირეების ძალას. ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინელ ხალხს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ურსულა ფონ დე ლაიენმა. 

ბრიფინგის თარგმანს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.