მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოვუწოდებთ მსოფლიოს, უკრაინის აღდგენის ფონდის შევსებაში დაგვეხმაროს“ - შმიჰალი

62318af2122a6
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.22 11:04
743
წინასწარი შეფასებით, ომის შემდგომ უკრაინას აღდგენისთვის 500 მლრდ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი ესაჭიროება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა პოლონეთის, სლოვენიისა და ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. Unian-ის ცნობით, ამ შეხვედრაზე პრემიერებმა მომავალში უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დღეს ევროკავშირი და აქ წარმოდგენილი ქვეყანა მძლავრად გვიჭერს მხარს. ჩვენ მხარდაჭერას უკრაინის აღდგენის დაფინანსების ნაწილშიც ველით. მოვუწოდებთ მსოფლიოს, უკრაინას ომის დასრულებასა და სახელმწიფოს აღდგენის ფონდის შევსებაში დაეხმაროს. მადლიერნი ვართ დახმარებისა და მხარში დგომისთვის, რომელიც ათეულობით სახელმწიფომ და მილიონობით ადამიანმა დღემდე აღმოგვიჩინა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი სიტყვებით, უკრაინის ხელისუფლებაში უკვე შეიქმნა და მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკის ზარალის აღწერაზე მუშაობს.

„წინასწარი გათვლებით, უკრაინის პირდაპირი ზარალი 565 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს ის რესურსია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს აღდგენისთვის დაგვჭირდება როგორც რუსეთის ფედერაციის რეპატრიაციის, ასევე ჩვენი პარტნიორების რესურსებით“, - განმარტა შმიჰალმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის მთავრობა იმუშავებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ რუსეთის რესურსების და ქონების დაყადაღება მოხდეს. "ჩვენ გვჯერა პარტნიორი სახელმწიფოები ამ მასშტაბურ გეგმას შეუერთდებიან“, - თქვა უკრაინის პრემიერმა.